მონღოლები საქართველოში
четверг, 3 февраля 2022 г.
четверг, 14 мая 2015 г.
პრეზენტაცია თემაზე: მონღოლები
https://drive.google.com/file/d/0B101L-z-TZ8HeGxuWkMxWTJ1cGM/view?usp=sharing
მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვეგაბრუნდნენ. 1235 წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნისმესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთაგამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, შემდეგ კი, 1243 წელსმტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგანდახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამისშემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა.საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთალაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობისხანაში, მონღოლებმა საქართველო დაყვეს დუმნებად, რომელთა სათავეში დააყენესქართველი ერისმთავრები. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ დამონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ხარკის სიმძიმითა და მონღოლთალაშქრობებით გაბეზრებულმა ქართველ მთავრებმა აჯანყების მოწყობა გადაწყვირესდა კოხტასთავსშეიკრიბნენ სათათბიროდ, მონღოლებმა შეიტყვეს შეთქმულების ამბავიდა დააპატიმრეს შეთქმულნი. აჯანყება ჩაიშალა.
მონღოლური აღწერები
1247 წელს გუიუქ-ყაენმა 2 მეფე დაამტკიცა საქართველოს ტახტზე - დავით ულუ,ლაშას ძე და დავით ნარინი, რუსუდანის ძე. 1248 და 1249 წლისათვისისინიმონღოლეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ და ერთად შეუდგნენ ქვეყნისმართვას. 1254-1258 წლებში ხარკის ოდენობისა და გამოსაყვან მეომართა რიცხვისდასადგენადარღუნ-ნოინმა აღწერა ჩაატარა საქართველოში. ამის შედეგად ქვეყანასდააკისრეს 90 ათასი მეომრის გამოყვანა და მთელი რიგი ახალი გადასახადები(თამღა, თაღარი, მალი,საიამე, ულუფა, ყალანი, ყაფჩერი...), რაც ძველ გამოსაღებებთანერთად მძიმე ტვირთად აწვებოდა მწარმოებელ მოსახლეობას და საბოლოოდ აჩანაგებდამას. გადასახადების აკრეფა ხშირად იჯარით გაიცემოდა. ეს კიდევ უფრო აუარესებდაგადამხდელთა მდგომარეობას, ასეთი მეიჯარე უნდა ყოფილიყო მუსლიმანი ვაჭარიხოჯა აზიზი, რომელიც არღუნმა დატოვა საქართველოში გადასახადების ასაკრეფად.
აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ
1256 წლამდე მონღოლთა ხელისუფლება საქართველოში დიდი ყაენის მოხელეთამეშვეობით ხორციელდებოდა. 1256 წელს ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ ირანში საფუძველი ჩაუყარა ილხანთაანუ ჰულაგუიანთა სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველო ვასალურდამოკიდებულებაში იმყოფებოდა. ქვეყანაში იგზავნებოდა დამპყრობელთა ჯარი დამაღალი რანგის სამხედრო მოხელე, რომელიც თვალყურს ადევნებდა მეფეთამოქმედებას. რამდენადაც ირანი და ამიერკავკასია პირვანდელი განაწილებისთანახმად ჯუჩის შთამომავლებს უნდა რგებოდათ, XIII საუკუნის 60-იანი წლებიდანხანგრძლივი ბრძოლა წარმოებდა ოქროს ურდოს მბრძანებლებსა და ილხანებს შორის. ამბრძოლის ასპარეზი საქართველო იყო, რაც დიდ ზარალს აყენებდა ისედაცგაპარტახებულ ქვეყანას. გახშირდა აჯანყებები დამპყრობელთა წინააღმდეგ.1259 წელსიფეთქა ანტიმონღოლურმა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა დავით VI ნარინი.საგანგებოდ გამოგზავნილმა მონღოლთა ლაშქარმა ვერ შეძლო აჯანყების ჩაქრობა.დავით ნარინი დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1260 წელს დავით VIIულუც აჯანყდა და უარი განაცხადა მონღოლებთან ერთად ეგვიპტეში ლაშქრობაზე.აჯანყება უშედეგოდ დამთავრდა. 1264 წელს დავით ულუ იძულებული გახდაშეთანხმებოდა მონღოლებს. სამეფო ორად გაყოფილი აღმოჩნდა. ამიერიდან დასავლეთსაქართველო აღარ ემორჩილებოდა მონღოლებს. იმისათვის, რომ მორჩილებაშიჰყოლოდათ ქვეყანა, დამპყრობლები ცდილობდნენ გადაებირებინათ ადგილობრივიფეოდალები და სამღვდელოება, ხელოვნურად შეექმნათ ფეოდალური დაქსაქსულობა,მხარს უჭერდნენ ცალკეულ მთავართა სეპარატულ მისწრაფებებს. მონღოლთა ხანიზოგჯერ თავის საკუთრებად აცხადებდა ამა თუ იმ მსხვილი ფეოდალის სამფლობელოსდა საგადასახადო შეუვალობას ანიჭებდა მას (ხასინჯუდ აქცევდა). საქართველოსფეოდალები ცდილობდნენ ხასობის მოპოვებას, რადგან ეს დიდად სარგებელი იყომათთვის. განსაკუთრებით საზიანო იყო საქართველოს ერთიანისამეფოსთვის 1266 წელსსარგის ჯაყელის სამფლობელოს გამოცხადება ხასინჯუდ. ამითსაქართველო ფაქტობრივად სამ პოლიტიკურ ერთეულად დაყოფილი აღმოჩნდა.
1273 წელს მონღოლებმა კიდევ ერთხელ აღწერეს საქართველო. გამოირკვა, რომ ქვეყნისდიდი ნაწილი აოხრებული იყო, განსაკუთრებით კახეთი და ჰერეთი. საქართველოსშინაგანი მდგომარეობა თანდათან მძიმდებოდა. მეფის უფლებები შეზღუდული იყო.ილხანის ნებართვის გარეშე მას ერისთავების შეცვლაც კი არ შეეძლო. გარდა ამისა, მეფეიძულებული იყო ანგარიში გაეწია მონღოლთა სახელმწიფოს შიგნით მიმდინარეპოლიტიკური ბრძოლებისათვისაც. ასეთი ბრძოლა საბედისწერო აღმოჩნდა დემეტრე II-სთვის, რომელსაც არღუნ-ხანის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობადაბრალდა და 1289 წელს ურდოში სიკვდილით დასაჯეს.
მონღოლთა უღლისაგან გათავისუფლება
1297 წელს აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ იფეთქა მძლავრმა ანტიმონღოლურმააჯანყებამ დავით დემეტრეს ძის მეთაურობით. აჯანყება უზარმაზარ ტერიტორიასმოედო და დიდხანს გაგრძელდა. მონღოლებმა არაერთხელ გამოგზავნეს მისჩასახშობად ლაშქარი, რომლის თარეშმაც ძლიერ დააზიანა ქვეყანა. XIV საუკუნის მეორეათეულში, როცა ილხანთა ტახტზე მცირეწლოვანი აბუ საიდი იჯდა, გიორგი V-მ ენერგიული მოქმედებით თანდათან დაიმორჩილა მთავრები დაერისთავები, 1328 წელს მან ისარგებლა ილხანთა კარზე ამტყდარი არეულობით,მონღოლთა ლაშქარი საქართველოდან განდევნა და ხარკის მიცემა შეუწყვიტა, რომლისრაოდენობა ყაზან-ყაენის დროიდან 120 თუმანსა და 2 ათას დინარს შეადგენდა.ამიერიდან ქვეყანა ფაქტობრივად გათავისუფლდა მონღოლთა ბატონობისაგან, თუმცაფორმალურად ის კვლავ ილხანთა ვასალად ითვლებოდა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)